თბილისის დაუმთავრებელი შემოვლითი რკინიგზა

თბილისის შემოვლითი რკინიგზა – გულისხმობდა თბილისის ზღვის ჩრდილოეთით ორლიანდაგიანი გზის მშენებლობას, რომელიც საშუალებას მისცემდა ტრანზიტით მოძრავ შემადგენლობებს არ გაევლოთ ქალაქში. საერთო ჯამში უნდა აშენებულიყო 27 კმ ახალი სარკინიგზო ხაზი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა ზაჰესის და ლილოს სადგურებს. 2015 წლის მდგომარეობით აშენებულია 900 მეტრიანი ესტაკადა ავჭალაში, 4 გვირაბი – ავჭალის, ტბის, ციხის , კვირიკეს – 1050/950/800/1200 მეტრი, ანუ ჯამში 4კმ სიგრძის გაბურღვითი სამუშაოები არის გაკეთებული. ამის გარდა აშენებულია უამრავი პატარა ხიდი და კოლექტორი, დასრულებულია მიწის ვაკისის სამუშაოები. დარჩენილია სალიანდაგო ზედნაშენის, ლიანდაგის, საკონტაქტო ქსელი, ელექტროკვების, სიაგნალიზაციის და ავტობლოკირების მონტაჟი, ასევე დამხმარე ნაგებობების აშენება. პროექტი დაკონსერვებულია და ტექნიკურ ექსპერტიზას გადის მისი დახვეწის მიზნით. პროექტს ახორციელებდა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო და მისი დამთავრება 2013 წელს იგეგმებოდა, მაგრამ 2012 წელს მისი მშენებლობა შეწყდა იმ მიზეზით, რომ იგი ზრდიდა სარკინიგზო გადაზიდვების თვითღირებულებას და ამცირებდა რკინიგზის გამტარუნარიანიბას თბილისის ჩრდილოეთით ხელოვნური უღელტეხილის შექმნით. ფოტორეპორტაჟში აღბეჭდილია ყველაზე შთამბეჭდავი ავჭალა – კვირიკეხევის მონაკვეთი…

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *