ნაძალადევის დეპოს გვირაბი

ნაძალადევის დეპოს გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის ეპოქის დასასრულს და ეს ობიექტიც სხვა მრავალ ობიექტთან ერთად ამჟამად არის დაუმთავრებელი და უმოქმედო. მისი დაუმთავრებლობა გამოიხატება იმაში, რომ ჰიდროიზოლაცია არის საკმაოდ დაბალი ხარისხის, ელქტროგაყვანილობის და სალიანდაგო მეურნეობა საერთოდ არ არსებობს, თორემ სხვა მხრივ გვირაბი, როგორც ასეთი მზად არის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან. გვირაბი ერთმანეთთან აკავშირებს ნაძალადევის დეპოს და მეტროს საბურთალოს ხაზს. ის იწყება დეპოს ტერიტორიაზე 173 მეტრიანი რამპით და მთავრდება წერეთლის სადგურთან. გვირაბის საერთო სიგრძე 739 მეტრია, ხოლო მთლიანად ხაზის 912 მეტრი გამოდის. ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობდა ორი წერტილიდან – რამპიდან და ვერტიკალური შახტიდან, რომლიდანაც გადასარბენ გვირაბამდე გაყვანილია პატარა მიმსვლელი გვირაბი წყალშემკრები კამერით დასაწყისში. რაც შეეხება წყალს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იქაურობას გრუნტის წყალს მიაქვს, ამის გამო ტუმბოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, თორემ წერეთლის სადგური მიწისქვეშა აკვაპარკად გადაიქცევა. ნეტა ერთი იმის თავში ჩამახედა, ვინც გასცა ბრძანება ნაძალადევის დეპოს მეორე “ახალი” კორპუსის მიტოვების და მასთან ერთად ამ გვირაბის კონსერვაციის. მოკლედ საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობთ…

 

2 thoughts on “ნაძალადევის დეპოს გვირაბი

    • ნაძალადევის დეპოს მიტოვებული კორპუსის გვერდით…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *