ლოტკინის მემორიალი

ლოტკინის მემორიალის სახელით ცნობილია ბეტონის უზარმაზარი კონსტრუქცია, რომელიც უნდა ყოფილიყო შოთა რუსთაველის ძეგლის ნაწილი. ის წარმოადგენს დაახლოებით 20-25 მეტრის სიმაღლის ბეტონის ოთხ კედელს, რომელთა შორის არის 7 მეტრის დიამეტრის პირობითათ “ჭა”. ამ “ჭაში” მოთავსდებოდა შოთა რუსთაველის ძეგლი, რომელიც დილით მზის ამოსვლასთან ერთად ავიდოდა 20-25 მეტრის სიმაღლის პოსტამენტზე, ხოლო საღამოს მზის ჩასვლასთან ერთად ჩავიდოდა “ჭაში”. 1991 წლისთვის იყო მზად ყველაფერი, გარდა თვითონ ძეგლისა და გარე მოპირკეთებისა – იყო დამონტაჟებული განათების სისტემა, ჰიდრავლიკური მექანიზმები, მარა ქვეყანაში ძნელბედობის ჟამს ეს ყველაფერი ჯართათ დაიჭრა და განადგურდა. დაუმთავრებელი სახითაც კი, ეს ძეგლი იწვევს აღფრთოვანებას, თავისი კოლოსალური მასშტაბებიდან გამომდინარე…

One thought on “ლოტკინის მემორიალი

  1. რუსთაველი ლიფტით ადი-ჩადის
    აუ რას ვართ გადარჩენილები 😀

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *