სადაზვერვო რადიოცენტრი “Победа”

სადაზვერვო რადიოცენტრი “Победа” (ს/ნ 61615) მდებარეობს გარდაბანში და საბჭოთა კავშირის არსებობის დროს იყო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მე-16 განყოფილების დაქვემდებარებაში, რომელიც კურირებდა ელექტრონულ და რადიოტექნიკურ დაზვერვას. საბჭოთა კავშირში ამ რადიოცენტრის მსგავსი კიდევ 9 ბაზა არსებობდა + თითო-თითო ბაზა კუბაში და ვიეტნამში. თორმეტივე ბაზა რადიოელექტრონულ წრეს ჰქმნიდა საბჭოთა კავშირის გარშემო და თითქმის მიუწვდომელს ხდიდა ქვეყანას, სხვა სახელმწიფოების რადიოელექტრონული დაზვერვისთვის. მოკლედ, რომ ვთქვათ ეს იყო თავის დროზე ძალიან სერიოზული ობიექტი, რომლისგან სამწუხაროდ მხოლოდ ნანგრევები არის დარჩენილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *