მეტროს მესამე ხაზი

1980-იანი წლების ბოლოს დაპროექტდა თბილისის მეტროპოლიტენის მესამე ხაზი. ხაზზე უნდა ყოფილიყო მინიმუმ 14 სადგური დიდი დიღმიდან მოსკოვის გამზირამდე, აქედან 4 გადასაჯდომი სადგური: «ვარკეთილი 2», «რუსთაველი 2» და «დიდუბე 2» გლდანი-ახმეტელის ხაზთან და სადგური «პოლიტექნიკური 2»  საბურთალოს ხაზთან. 2000 წლამდე პირველ რიგში უნდა აშენებულიყო 5 სადგური:

1. «რუსთაველი – 2», მიწისქვეშა ღრმა, კოლონური.

2. «საარბრიუკენის მოედანი»(თავდაპირველად «მარქსის მოედანი», შემდგომში «ჩუღურეთის მოედანი»), მიწისქვეშა ღრმა, კოლონური.

3. «ქვემო ელია» (თავდაპირველად« ელია»), მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი.

4. «ზემო ელია» (თავდაპირველად «მეტრომშენის მოედანი»), მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი (ასევე არსებობს «მეტრომშენის მოედნის» კოლონური სადგურის ესკიზიც).

5. «ვაზისუბანი», მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი.

მშენებლობა შეწყდა 1993 წელს ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, თუმცა გარკვეული თანხები დღემდე გამოიყოფა მისი ცალკეული ობიექტების გამაგრების და წყალსატუმბვი სამუშაოების მიზნით.

 

 

მშენებლობა ზოგან თითქმის ვერ დაიწყო, ზოგან კი საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება მოესწრო:

შახტა #60:

მეტროსადგური «რუსთაველი 2»

შახტა #61:

რუსთაველი 2 – საარბრიუკენის მოედნის გადასარბენი

შახტა #62:

ნაწილობრივ გათხრილი იყო საესკალატორო გვირაბი სადგურ საარბრიუკენის მოედანზე, თავად სადგურის მშენებლობაც ამ დახრილი გვირაბიდან უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ 1992 წელს მშენებლობის შეწყვეტის შემდეგ არსებული გვირაბი დაიტბორა, 2011 წელს კი მისი ზედა ნაწილის ტიუბინგები ამოიღეს და გვირაბი ინერტული მასალით ამოავსეს. პროექტით სადგურზე გათვალისწინებული იყო 4 ესკალატორი.

შახტა #63:

მომზადდა ტერიტორია შახტის და სამთო კომპლექსის ასაგებად, მაგრამ სათხრელი სამუშაოები არ დაწყებულა.

შახტა #64:

ელიის გვირაბი

შახტა #65:

სასაფლაოს შახტა

შახტა #66:

მეტრომშენის გვირაბი

შახტა #67:

ზემო ელია – ვაზისუბნის გადასარბენი

შახტა #68:

მეტროსადგური “ვაზისუბანი”

შახტა #69:

ისევე როგორც #63 შახტის შემთხვევაში, მომზადდა ტერიტორია შახტის და სამთო კომპლექსის ასაგებად, მაგრამ სამთო სამუშაოები არ დაწყებულა.

 

მინდა ცალკე აღვნიშნო ის დიგერები ვინც მონაწილეობას იღებდნენ მესამე ხაზის ობიექტების კვლევაში:

Polaris

Integral

Kalash

ZSU-23-4

 

2 thoughts on “მეტროს მესამე ხაზი

  1. მემგონი საბოლოოდ გაეცა პასუხი მესამე ხაზის საიდუმლოებებს!

  2. მოდერ მეოთხე ხაზის საიდუმლოებებიც დადე რა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *