არხოტის გვირაბი

იმის მერე რაც აშენდა ამიერკავკასიის სარკინიგზო მაგისტრალი( ფოთი – თბილისი – ბაქო), რუსეთის სამთავრობო წრეებში დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ როგორ დაეკავშირებინათ ამიერკავკასია რუსეთის ცენტრალურ ნაწილთან. იყო რამოდენიმე ვარიანტი, კერძოდ: შავი ზღვის ნაპირით, დაღესტნიდან და კავკასიონის გავლით. საბოლოოდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე რკინიგზა დაღესტნიდან აშენდა. შემდგომში შავი ზღვის სანაპიროს გავლითაც აშენდა სარკინიგზო ხაზი. აუთვისებელი დარჩა ცანტრალური მიმართულება. მთელი მე – 20 საუკუნე მიდიოდა მსჯელობა იმაზე, თუ საიდან დაეწყოთ ამ მიმართულების რკინიგზის მშენებლობა, იყო ვარიანტები: მამისონის, როკის, ჯვრის უღელტეხილების გავლით, თუმცა ყველაზე რეალური აღმოჩნდა არხოტის ხეობით რკინიგზის გაყვანა  ჩრდილოეთ კავკასიიდან თბილისის მიმართულებით. მშენებლობა დაიწყო 1984 წელს. მაგისტრალის საერთო სიგრძე უნდა ყოფილიყო  დაახლოებით 180 კილომეტრი. ბუნებრივი პირობების სირთულემ გამოიწვია ის, რომ ამ ხაზის დახლოებით 50 კილომეტრი უნდა გასულიყო  22 გვირაბში, 70-ზე მეტ  დიდ და საშუალო სიდიდის ხიდზე, 26 გზაგამტარზე და მაგდენივე გალერეაზე. იყო ასაშენებელი ურთულესი საინჟინრო ნაგებობები, მათ შორის ყველაზე რთული – არხოტის 23 300 მეტრიანი გვირაბი. 1985-86 წელს ინჟინრებმა ააგეს ჯებირები და შეუცვალეს მდინარე არაგვს კალაპოტი, იმისთვის, რომ მოემზადებინათ 4 სამშენებლო მოედანი. 1987 წელს, იმის მერე რაც დასრულდა მოსამზადებელი სამუშაოები, დაიწყო არხოტის გვირაბის გაჭრაც, თუმცა მშენებლობა მალევე 1988 წელს გაჩერდა, რაც გამოწვეული იყო საბჭოთა კავშირში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისით. არხოტის საგვირაბო კომლექსში შედიოდა 3 გვირაბი მათგან ერთი იქნებოდა ორლიანდაგიანი სარკინიგზო გვირაბი, მეორე სავენტილაციო და მესამე ტექნიკური მომსახურეობისთვის განკუთვნილი, თუმცა არის ცნობები რომ სავენტილაციო და ტექნიკური მომსახურეობის გვირაბები სამანქანო მოძრაობისთვის შენდებოდა. მშენებლებმა ააშენეს მთავარი გვირაბის 20 მეტრიანი მონაკვეთი, გვერდითა გვირაბებში ოდნავ უფრო მეტი სამუშაოა გაკეთებული, თითოეული 60 -70 მეტრომდეა გაყვანილი. სამშენებლო მოედანზე აგრეთვე იყო აშენებული ადმინისტრაციული კორპუსი და სანიაღვრე კოლექტორი.

 

2 thoughts on “არხოტის გვირაბი

  1. ადმინ ის იარაღი შენი ხომ არ იყო? 😀

    • ნწუ 😀 ჩეჩნების იქნებოდა 😀

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *